„მამარდაშვილმა გაგვაწამა“- რას წერს ჩეხი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

საქართველოსთან მატჩის შემდეგ, თამაში შეაფასა ერთადერთი გოლის ავტორმა, ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა პარიკ შიკმა. შიკი ამბობს, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მათ შანსი არ დაუტოვა. ჩეხი ფეხბურთელის თქმით, ქართველმა მეკარემ ისინი „გააწამა“. “რა თქმა უნდა, შედეგი საკმარისი არაა. უკეთესები ვიყავით, უფრო მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ მამარდაშვილმა პირველ ტაიმში გამოგვიჭირა და გაგვაწამა. შემდეგ პენალტის ეპიზოდი იყო და გასახდელში დამარცხებულები შევედით. “შემდეგ გავათანაბრეთ და ძალიან ბევრს ვუტევდით, მაგრამ მეორე გოლი ვერაფრით გავუტანეთ, ბევრი შეცდომებიც დავუშვით და მათმა მეკარემ კვლავ მარტივად მოიგერია ჩვენი ნებისმიერი დარტყმული”- ამბობს ჩეხი ფეხბურთელი.…

მეტი...

სროლას, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ საზღვარზე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლა იყო. დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას, TASS-ი გაგრის “პროკურატურაზე” დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სროლა რუსეთის მოქალაქესა და ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებს შორის პირადი კონფლიქტის გამო მოხდა. ამავე ცნობებით, გარდაცვლილი და ორივე დაჭრილი თვითმხილველები არიან.    

მეტი...

დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს

დაღესტანში უცნობმა პირებმა სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, ერთი კი დაჭრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შემთხვევა დერბენტში მოხდა. ეჭვმიტანილები ავტომობილით მიიმალნენ. გამოძიება დაწყებულია. გარდა ამისა,  მახაჩყალაში დაუდგენელი პირები საგზაო-საპატრულო პოლიციის პოსტს დაესხნენ თავს. შსს-ს ცნობით, დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, ექვსი კი დაშავებულია. მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების დასაკავებლად.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი დედასთან ერთად

სოციალურ მედიაში, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილავენ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილის. ქართველი გულშემატკივრების გული მამარდაშვილმა განსაკითრებით გუშინდელი თამაშის შემდეგ მოიგო, როდესაც მან 11 მოგერიება შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სოციალურ ქსელში მოქალქეები, მამარდაშვილის ფოტოს აქვეყნებენ დედასთან ერთად. ისინი მეკარის დედას მადლობას უხდიან და წერენ, რომ მას კარგი შვილი ჰყავს. “რა კარგი შვილი გყავთ, იხარეთ”- წერს მოქალქე. საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუშინ 22 ივნისს, ჩეხეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. შემდეგ მატჩს საქართველო პორტუგალიასთან გამართავს.

მეტი...

“ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა”- პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული გ.წ., ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუხიანში, ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ მიმართ ფიზიკურად იძალადა და ბასრი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“- ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და…

მეტი...

ხარკოვი დღეს მეორედ დაბომბეს

ოკუპანტებმა ხარკოვი დღეს მეორედ დაბომბეს. არიან დაღუპულები. ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხევი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. „ხარკოვში აფეთქებებია. იყავით ფრთხილად!“ – დაწერა მერმა. ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმები შევჩენკოვსკის და ხოლოდნოგორსკის რაიონებში განხორციელდა. გარდაცვლილთა შესახებ უკვე ცნობილია, ინფორმაცია კი ზუსტდება.  

მეტი...

გაუჩინარებული პროფესორის ძებნის ოპერაციაში მოლაშქრეები ერთვებიან

სამძებრო არეალი ფართოვდება. მოხალისეები ოჯახს გაუჩინარებული, პროფესორის გიორგი გახელაძის მოძებნაში ეხმარებიან. სამძებრო ღონისძიებებში მოლაშქრეებიც ჩაერთნენ. ოჯახის წევრები და მოქალაქეები, უძოს მონასტრეთან შეიკრიბნენ, სწორედ ამ ტერიტორიიდან, ისინი ტყის მასივებს შეამოწმებენ. “ამ ეტაპზე არაფერი ხელჩასაჭიდი არ გავქვს, უბალოდ, ჩვენი ძალებით, სამოქალაქო ძალებით ვცდილობთ, რომ შემოგარენში გავცვალოთ ინფორმაცია და ვეძიოთ ადგილებში, სადაც გვირჩეს, მიგვასწავლეს, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და უპოვიათ ადამიანები, სწორედ ამიტომ, ვცდილობთ საძიებო არეალის გაფართოებას”- ამბობს პროფესორის შვილი. 57 წლის გიორგი გახელაძეს მე-5 დღეა ეძებენ.

მეტი...

“ქართველები მებრძოლი ერი ვართ, ჩვენს ქვეყანას არავის დავუთმობთ”- მეუფე იაკობი

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა მიტროპოლიტმა. მეუფე იაკობმა ამბიონიდან სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა. მეუფემ, ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს და გადაწყვეტილებები საქართველოშივე უნდა იყოს მიღებული. “მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პარლამენტი იქნება, სენატი, კონგრესი, სეიმი, რუსეთის დუმა თუ რაც იქნება, დაიბარებენ ხოლმე ჩვენგან გაურკვეველ პიროვნებებს, მიდიან და რაღაც ჩვენებებს იძლევიან საქართველოზე, მერე გამოდიან და, – საქართველოსო ყველაფერი უნდა გავუჩეროთო. ჩვენ გამოვაგზავნეთ, ავტორიტეტები არიან ჩვენთან? ნუ ერევით, ნუ ჰყოფთ ცხვირს, ვისაც გეხებათ ხო, ესტონეთი იქნება, ბალტიისპირეთი თუ სხვა, ნუ ჰყოფთ ცხვირს ჩვენს საქმეებში”- ამბობს მეუფე. ბოდბელი…

მეტი...

ხმაური იყო თბილისის აეროპორტში

ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრებმა გზის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოქალაქეები ამბობენ, რომ 300-მდე ადამიანი, უკვე მე-17  საათია უშედეგოდ ელოდება  ანტალიისკენ გაფრენას, რაც მგზავრების პროტესტის მიზეზი გახდა. მათი თქმით, დღის განმავლობაში ჰპირდებიან, რომ თვითმფრინავში ჩასხდომა წუთი წუთზე დაიწყება, თუმცა უკვე საათები გავიდა. რეისი, კომპანია “სან ექსპრესს“ უნდა განეხორციელებინა. „ცხრა თვის ბავშვით ხელში 17 საათი, გამოხურულ სივრცეში ვდგავართ. სამზე მოვაო, სადაა წარმომადგენელი?“- ამბობს მგზავრი.      

მეტი...

„ერთად ყველაფერს შევძლებთ“- მამარდაშვილი

„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ნაკრების მეკარემ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP. მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ” – წერს ფეხბურთელი. საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

მეტი...

ოკუპირებულ ყირიმში დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მისივე ცნობით, დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა. „ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა უჩკუევკას სანაპიროზე, ხალხის სიახლოვეს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კიევმა სევასტოპოლზე დარტყმა აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ხუთი რაკეტით სცადა, რუსმა სამხედროებმა ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმა, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად, ტრაექტორიიდან გადაუხვია და ქალაქის თავზე აფეთქდა. რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა.

მეტი...

“ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც”- მეუფე შიო

“შეგვეწიოს სულიწმინდის მადლი, რომ გავაძლიეროთ ქრისტიანული სათნოებები, ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც… მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე… ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა დაემკვიდროს ჩვენში”- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას. მიტროპოლიტმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა. “ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს და ყოვლადწმინდა სამების დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, რომლის მოვლინებაც აღუთქვა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ზეცად ამაღლების წინ; სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა…

მეტი...

ისრაელელმა სამხედროებმა დაჭრილი პალესტინელი მამაკაცი მანქანის წინა მხარეს მიაბეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ მისმა სამხედროებმა დაარღვიეს პროტოკოლი, როდესაც დაჭრილი პალესტინელი მამაკაცი მანქანის წინა მხარეს მიაბეს.  მათივე ცნობით,  მამაკაცი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის რეიდის დროს, ორმხრივ სროლის დროს დაიჭრა. მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ითხოვეს, მაგრამ სამხედროებმა მამაკაცი ავტომობილის წინა მხარეს მიაბეს და წაიყვანეს. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მამაკაცი, საბოლოოდ, სამკურნალოდ „წითელ ნახევარმთვარეს“ გადასცეს.  

მეტი...

მესტიაში ადგილობრივი ხევში გადავარდა და დაიღუპა

მესტიაში, სოფელ ნაკრაში უბედური შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი ხევში ჩავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაცს ფეხი დაუცდა და თავი დაარტყა, რამაც სიკვდილი გამოიწვია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ცხედარი ახლობლებმა იპოვეს.    

მეტი...

პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფება

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის დროს განსახილველ ძირითად საკითხებს შორის იქნება უსაფრთხოება, კერძოდ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ეკონომიკური საკითხები. „ჩვენ გვაქვს ომი უკრაინაში, ისევე როგორც ბელარუსის ჰიბრიდული თავდასხმები პოლონეთის საზღვარზე, სადაც ბელარუსის ხელისუფლება, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად უბიძგებს მიგრანტებს ჩვენსკენ და აიძულებს მათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადონ“ – განაცხადა ანჯეი დუდამ გამგზავრებამდე გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩინეთის გავლენა რუსეთზე უზარმაზარია.

მეტი...

პროფესორ გიორგი გახელაძეს მეხუთე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

პროფესორ გიორგი გახელეძეს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მოქალქეებიც არიან ჩართული. ისინი გაუჩინარებული პროფესორის მოსაძებნად სხვადასხვა უბნებში დილიდან გავიდნენ. ექსპერტიზაზეა გიორგი გახელაძის ლეპტოპიც, რომელიც ოჯახისწევრებმა აღმოაჩინეს. „ორშაბათს ალბათ უკვე სასამართლოდან განჩინება იქნება, რომ ბანკებიდან ინფორმაციას ამოვიღებთ, რომ იქნებ რამე ნათელი მოეფინოს ამ ამბავს. დღეს უბრალოდ, სახლშიც ვერ გავჩერდებით. გუშინ აღმოვაჩინეთ სახლში ლეპტოპი, იმიტომ, რომ თურმე გადაუდია რატომღაც სხვა ჩანთაში და აქამდე ამის გამო ვერ შევამჩნიეთ ლეპტოპი. ეს ლეპტოპი მიტანილია პოლიციის განყოფლებაში და წაღებულია უკვე ექსპერტიზაზე. ათ ადგილზე, თბილისის სხვადასხვა უბნებში 12:00 საათისთვის მოხალისეები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ ვეცდებით, ვიმოძრაოთ…

მეტი...

ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში განათლების დეპარტამენტს დახურავს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განათლების დეპარტამენტის დახურვას გეგმავს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ყველაფერს დაუბრუნებს აშშ-ის შტატებს, სადაც მათ შეეძლებათ, განათლების ინდივიდუალიზაცია და ბავშვების სიყვარულით საქმიანობა. აშშ-ში განათლების დეპარტამენტის დახურვას მხარს უჭერს ბევრი კონსერვატიული ქრისტიანი, რომლებიც ფედერალურ მთავრობას რწმენაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.  

მეტი...

საქრათველო-ჩეხეთს შორის მატჩის ყურების დროს გულშემატკივარი გარდაიცვალა

თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი გულის შეტევით დაიღუპა, მაშინ როდესაც ის საქართველო-ჩეხეთის მატჩს უყურებდა. შემთხვევა  გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში მოხდა, სადაც საფეხბურთო მატჩის ჩვენება მიმდინარეობდა. 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  

მეტი...

უკრაინამ ბელგოგრადში რუსეთის საკონტროლო ცენტრს დაარტყა

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის საკონტროლო პუნქტს წარმატებით დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით,  საჰაერო ძალები თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით მოქმედებდნენ. გენშტაბში განმარტავენ, რომ საკონტროლო ცენტრი ბელგოროდის ოლქის სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა.    

მეტი...

რა უთხრა მთავარმა მწვრთნელმა ლობჟანიძეს გაფუჭებული მომენტის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის და ისტორიული პირველი ქულის მოპოვება საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა. მთავარმა მწვრთნელმა, ასევე ისაუბრა საბა ლობჟანიძეზე, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა. ვილი სანიოლის თქმით, მოგების დიდი შანსი იყო, თუმცა ჩემპიონატზე ერთი ქულის მოპოვებაც დიდი ამბავია. “რა ვუთხარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ ლობჟანიძეს? ვერ წარმოვიდგენ, იმ მომენტში რას გრძნობდა. დარტყმა ყოველთვის უნდა სცადო. შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, რადგან მოგების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დიდი ამბავია. ყველაზე დიდი გრძნობა სიამაყეა. რადგან ვიცით, ეს გზა საიდან დავიწყეთ, რა…

მეტი...

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო აალაპარაკა

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ  წერენ: “ბიბისი”, “გარდიანი” და “ევროსპორტი”.  განსაკუთრებული აღფრთოვანება ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარადაშვილმა გამოიწვია. მამარდაშვილმა საქარველო-ჩეხეთს შოროს მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. სტატიაში გიორგი მიქაუტაძეც არის მოხსენიებული. შემდეგ შეხვედრას საქართველო პორტუგალიასთან გამართავს.  

მეტი...

„ბოლო წამებზე გადავრჩით“- ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

საქართველომ ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრა გამართა. მატჩი ფრედ დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი ქულა მოიპოვა. შეხვედრის შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იყო. “დიახ, ბოლო წამებზე გადავარჩით, მაგრამ ჯერ არ გვინდა სახლში წასვლა და თურქეთთან ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს იმ თამაშისთვის, რაც აჩვენეს. საქართველოს ნაკრების კონტრშეტევები ნამდვილად ძალიან სახიფათო იყო და ცოტა შეგვაშინეს. თუმცა, ჩვენ კარისკენ 26-ჯერ დავარტყით და ვერ გამოვიყენეთ მომენტები, ეს ფეხბურთია. კიდევ ოთხი დღე გვაქვს მოსამზადებლად. მინდა, გულშემატკივარს დიდი მადლობა…

მეტი...

ინდოეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა. 100-მდე ადამიანი ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში რჩება. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტამილ-ნადუს შტატში მოხდა. სასმელს სავარაუდოდ მეთანოლი ჰქონდა გარეული. შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ.  

მეტი...

ლაგოდეხი დაისეტყვა

სეტყვამ ლაგოდეხში პრობლემები შექმნა. დასეტყვილია, ბაღები, ვენახები, განადგურებულია მოსავალი და დატბორილია სახლები. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. სეტყვა 20 წუთს გაგრძელდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან დაიწყო.

მეტი...

„პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ“- მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირება რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ თამაშის მოსაგებად. მამარდაშვილი გულშემატკივრებს პირველ ქულას ულოცავს. „რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. იმის გამო, პირველ რიგში, რომ აქ ვართ. მეც გილოცავთ პირველ ქულას, ისტორიულია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ბოლო წუთზე მოგება, ამის გამო გული მწყდება, მაგრამ არა უშავს, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. სამი ქულაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქულასაც არა უშავს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. შემდეგი თამაში გველოდება პორტუგალიის ნაკრებთან. რთული თამაში იქნება, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ პორტუგალია არის ერთ-ერთი ფავორიტი ამ ჩემპიონატის, მაგრამ…

მეტი...

„რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვის ოლქში. „უკრაინას სჭირდება საჭირო საშუალებები ამ ბომბების მატარებლების, კერძოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურებისთვის, სადაც ისინი განლაგებულია“, – განმარტა უკრაინის ლიდერმა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს, რომლებმაც გააუქმეს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვა. ამ გადაწყვეტილებამ, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ხელი შეუწყო ხარკოვის ოლქის საზღვრებთან სიტუაციის სტაბილიზაციას.  

მეტი...

გამწარებულმა ქომაგმა თბილისში ტელევიზორი მე-9 სართულიდან გადმოაგდო

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩის შედეგებით უკმაყოფილო გულშემატკივარმა ტელევიზორი მეცხრე სართულიდან გადმოაგდო. როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა თბილისში მოხდა. „კამოზე, ცხარა სართულიდან, გამწარებულმა ქომაგმა ტელევიზორი გადმოაგდო. ქომაგობა უნდა ასეთი!“- წერს მოქალქე. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს შეხვდა. მატჩი ფრედ დასრულდა.

მეტი...

სასაზღვრო პუნქტი პოლონეთსა და ბელარუსთან შესაძლოა დაიხუროს

პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. ”ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რა შედეგები მოჰყვება ამას ჩვენს ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებზე”, – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან საუბარში. მისი განმარტებით, სიტუაცია პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ახლა მთლიანად რუსული და ბელარუსული სამსახურების ოპერაციებით კონტროლდება.  

მეტი...

ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. დაღუპულია სამი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის პოლიცია ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2400-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვზე იერიშისთვის.

მეტი...

„ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია“- ოთარ  შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა ერთად უგულშემატკივრეს საქართველოს ნაკრებს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1 და პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. „ერთად ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს. ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდით. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია. ნაკრების თითოეული წევრი ღირსეული თამაშით და ბრძოლის ჟინით თითოეულ ჩვენგანს სიამაყის შეგრძნებით გვავსებს. საქართველოს ნაკრების ეროვნული მაისურით გულშემატკივრობა განსაკუთრებით ემოციურია. მადლობა ჩვენს ბიჭებს”- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.  

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის მატჩს ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა

საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩს,რომელიც  ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა, ათასობით ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. ქომაგებს შორის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილიც იყო. ისტორიული მატჩი გუშინ, 22 ივნისს ჩატარდა. შეხვედრა გუნდებს შორის ფრედ დასრულდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მეტი...

დღეს სულთმოფენობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რადგან ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ. სულთმოფენობა. ღამის წირვა სვეტიცხოველში (ვიდეო)

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა იყო

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭა იყო. კერძოდ ქალაქ ონიდან 10კმ, სოფელ ირთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინ

მეტი...

„მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა“- ვილი სანიოლი

„გაორებული გრძნობა დამრჩა – შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ“- განაცხადა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა. მწვრთნელი ამბობს, რომ კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა მათი თამაშის გაანალიზების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. „კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალ გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში. ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით,…

მეტი...

“იმდენი პირადი კითხვაა, რატო?, მეც მაინტერესებს“ – ბუდუ ზივზივაძის მამა

სოციალურ ქსელში ქომაგები აქტიურად წერენ ბუდუ ზივზივძის შესახებ. გულშემატკივრებს აინტერესებთ, თუ რატომ არ გამოჩნდა ზივძივაზე ჩეხეთთან მატჩში. აღნიშნულთან დაკავშირებით წერს, ფეხბურთელის მამაც. „იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან”- დაწერა ზივზივაძის მამამ. ზივზივაძე ჩეხეთთან მატჩში მოედანზე არ გამოუყვანიათ, თუმცა ის სათადარიგოთა სიაში იყო. რაც შეეხება თურქეთთან თამაშს, ნაკრებს ის ბოლო წუთებში შეუერთდა.

მეტი...