„ერთად ყველაფერს შევძლებთ“- მამარდაშვილი

„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ნაკრების მეკარემ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.

მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ” – წერს ფეხბურთელი.

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

მსგავსი თემები