პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
”ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რა შედეგები მოჰყვება ამას ჩვენს ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებზე”, – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან საუბარში.
მისი განმარტებით, სიტუაცია პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ახლა მთლიანად რუსული და ბელარუსული სამსახურების ოპერაციებით კონტროლდება.