ხმაური იყო თბილისის აეროპორტში

ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრებმა გზის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოქალაქეები ამბობენ, რომ 300-მდე ადამიანი, უკვე მე-17  საათია უშედეგოდ ელოდება  ანტალიისკენ გაფრენას, რაც მგზავრების პროტესტის მიზეზი გახდა. მათი თქმით, დღის განმავლობაში ჰპირდებიან, რომ თვითმფრინავში ჩასხდომა წუთი წუთზე დაიწყება, თუმცა უკვე საათები გავიდა. რეისი, კომპანია “სან ექსპრესს“ უნდა განეხორციელებინა.

„ცხრა თვის ბავშვით ხელში 17 საათი, გამოხურულ სივრცეში ვდგავართ. სამზე მოვაო, სადაა წარმომადგენელი?“- ამბობს მგზავრი.

 

 

 

მსგავსი თემები