პროფესორ გიორგი გახელაძეს მეხუთე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

პროფესორ გიორგი გახელეძეს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მოქალქეებიც არიან ჩართული. ისინი გაუჩინარებული პროფესორის მოსაძებნად სხვადასხვა უბნებში დილიდან გავიდნენ. ექსპერტიზაზეა გიორგი გახელაძის ლეპტოპიც, რომელიც ოჯახისწევრებმა აღმოაჩინეს.

„ორშაბათს ალბათ უკვე სასამართლოდან განჩინება იქნება, რომ ბანკებიდან ინფორმაციას ამოვიღებთ, რომ იქნებ რამე ნათელი მოეფინოს ამ ამბავს. დღეს უბრალოდ, სახლშიც ვერ გავჩერდებით. გუშინ აღმოვაჩინეთ სახლში ლეპტოპი, იმიტომ, რომ თურმე გადაუდია რატომღაც სხვა ჩანთაში და აქამდე ამის გამო ვერ შევამჩნიეთ ლეპტოპი. ეს ლეპტოპი მიტანილია პოლიციის განყოფლებაში და წაღებულია უკვე ექსპერტიზაზე. ათ ადგილზე, თბილისის სხვადასხვა უბნებში 12:00 საათისთვის მოხალისეები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ ვეცდებით, ვიმოძრაოთ და ვნახოთ, სად შეიძლება თუ სადმე შეიძლება მისი კვალის პოვნა“- ამბობს ოჯახის წევრი.

მსგავსი თემები