„ბოლო წამებზე გადავრჩით“- ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

საქართველომ ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრა გამართა. მატჩი ფრედ დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი ქულა მოიპოვა. შეხვედრის შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იყო.

“დიახ, ბოლო წამებზე გადავარჩით, მაგრამ ჯერ არ გვინდა სახლში წასვლა და თურქეთთან ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს იმ თამაშისთვის, რაც აჩვენეს. საქართველოს ნაკრების კონტრშეტევები ნამდვილად ძალიან სახიფათო იყო და ცოტა შეგვაშინეს. თუმცა, ჩვენ კარისკენ 26-ჯერ დავარტყით და ვერ გამოვიყენეთ მომენტები, ეს ფეხბურთია. კიდევ ოთხი დღე გვაქვს მოსამზადებლად. მინდა, გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან საოცარი ატმოსფერო იყო, რაც ყოველდღე არ ხდება“- აღნიშნა ივან ჰაშეკმა.

მსგავსი თემები