ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
დამწვარია ბაზრის ტერიტორიის 1000 კვადრატული ფართობი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, მობილიზებულია სპეციალური ავტოცისტერნა.
ბენზინგასამართ სადგურზე, ან საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება აღარ არის.
ამ დროის ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ძლიერი ცეცხლი გაჩნდა, არავინ იმყოფებოდა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, დაშავებულები არ არიან.