“ჩვენ პირდაპირ კონფლიქტში ვართ რუსეთთან”- ბრუნო კალი

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნო კალი მიიჩნევს, რომ რუსეთს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში შეეძლება.

როგორც ბრუნო კალი გერმანულ მედიასთან საუბარში აცხადებს, ის რუსეთის მხრიდან მომდინარე პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ხედავს.

„ამ ათწლეულის ბოლომდე რუსეთის ჯარებს ნატო-ზე თავდასხმის უნარი ექნებათ. კრემლი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მტრად განიხილავს. ჩვენ პირდაპირ კონფლიქტში ვართ რუსეთთან“- განაცხადა კალმა ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის მოსმენაზე.

 

მსგავსი თემები