ე.წ. КГБ ახალგორის მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნებას ორ თვეში ერთხელ მისცემს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე ახალგორის იმ მცხოვრებლების გატარება, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, ე.წ. რაზდახანის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტით, ორ თვეში ერთხელ განხორციელდება. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ონლაინ სააგენტო “რესი” ავრცელებს.

“საქართველოში გადასვლა ლენინგორის რეგიონის მითითებული კატეგორიის მოქალაქეებისთვის 24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით არის ნებადართული. პუნქტი რაზდახანი საქართველოს მიმართულებით ფუნქციონირებს დილის 8:00-დან 11:00-მდე და 17:00-დან 20:00 საათამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად,”- აღნიშნულია ე.წ. КГБ-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პუნქტ ე.წ. რაზდახანის მორიგი გახსნის თარიღს, სამომავლოდ, ე.წ. უშიშროების კომიტეტი ახალგორის მოსახლეობას რაიონის ხელმძღვანელობის მეშვეობით აცნობებს.

მსგავსი თემები