შუქრუთის მცხოვრებლებმა საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა შეწყვიტეს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ პროტესტს აგრძელებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება შუქრუთელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი  პარლამენტის წინ მივიდა და მოსახლეობას კომპანია, „ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა 15 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

მსგავსი თემები