თავდასხმა და ყაჩაღობა-იტალიაში საქართველოს მოქალქე დააკავეს

იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულია 1991 წელს დაბადებული დათო ადეიშვილ-თავართქილაძე.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქართველი კაცი ადგილობრივ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა – ისინი თავს ყოფილ დამსაქმებელს დაესხნენ, სცემეს ისიც და მისი მეუღლე და შვილიც. ცნობილია, რომ შემთხვევა ოჯახში, ბავშვების თანდასწრებით, მოხდა.

დაკავებულს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა ემუქრება.

 

მსგავსი თემები