ალბანეთის ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველმა, არდიან ისმაილმა საქართველოსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდი მხოლოდ ჯგუფის მოსაგებად იბრძოლებს.
„თბილისში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით. მჯერა, რომ ხვალ ჩვენი გუნდი მოიგებს. ბოლო ორ მატჩში დავმარცხდით, მაგრამ ამ თამაშების ჩანაწერები რომ ვნახეთ, საქართველოსთან წაგებას არ ვიმსახურებდით. სამი ქულა გვაქვს და იმედია, პირველი ადგილისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.
ყველამ ვიცით ხვიჩა კვარაცხელიას მაღალი კლასი და შესაძლებლობები, მაგრამ ისევე როგორც ტირანაში, ამჯერადაც შევძლებთ მის განეიტრალებას. განსაკუთრებით ყურადღებით მცველები უნდა ვიყოთ, რომ მოწინააღმდეგეების შეტევები შევაჩეროთ”- ამბობს ალბანელი ფეხბურთელი.