“ჩვენი წარმატება უნდა გაგრძელდეს”- მამარდაშვილი

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მანამდე პრესკონფერენცია ჩაატარა ნაკრების მწვრთნელმა. ხვალინდელ მატჩზე ისაუბრეს ფეხბურთელებმაც. როგორც მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ამბობს, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება უნდა გაგრძელდეს.

„ევროპოს ჩემპიონატის მერე მნიშვნელოვანი იყო როგორ გავაგრძელებდით იმ წარმატებულ სვლას, რაც გვქონდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი აზრით კარგად გავართვით თავი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს“- ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

მსგავსი თემები