“მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ტექნიკის დიდი დეფიციტი – ეს პირველია. და მეორე, ამაზეც ვისაუბრეთ, ეს არის შორი რადიუსის მოქმედების ზოგიერთი რაკეტის გამოყენების უფლება, შორი მანძილის დრონების წარმოება, რომლებიც დღეს არასაკმარისადაა” – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მეთაურებთან რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განუხილავს.
“ეს მოკავშირეებთან ჩვენი საუბრების თემა არ არის – ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტა – და ამაზე არ გვისაუბრია. ვნახე მედიაში რაღაც, რომ დღეს ბევრი ინფორმაცია იყო, რომ მოვედი რათა ცეცხლის შეწყვეტაზე ვისაუბრო. არა, არა, ეს ტყუილია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მარკონმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ზელენსკისთან “კვლავ ძალიან კარგი საუბარი” ჰქონდა და უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ საფრანგეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.