,,ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება” – ლუკაშენკო

,,ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა.

„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – თქვა ლუკაშენკომ

საქართველომ დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო. წევრობა კი ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს შეწყდა.

მსგავსი თემები