საერთაშორისო ორგანიზაციამ RAW in WAR ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია პალესტინელ ჟურნალისტებს მიანიჭა

საერთაშორისო ორგანიზაციამ RAW in WAR ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია პალესტინელ ჟურნალისტებს მიანიჭა.

„მას შემდეგ, რაც ისრაელმა უცხოელ ჟურნალისტებს ღაზაზე დამოუკიდებელი წვდომა აუკრძალა, პალესტინელი ჟურნალისტები, რომელთა შორის ბევრი ქალია, პრაქტიკულად ღაზის სექტორიდან ერთადერთ ხმად და ცნობების ერთადერთ წყაროდ იქცნენ”, – აღნიშნავს RAW in WAR პრესრელიზში.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს ყველა პალესტინელი ჟურნალისტის სიმამაცეზე, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხის მიუხედავად, ცდილობენ ობიექტურად გააშუქონ მოვლენები.

ღაზაში ომის ერთი წლის განმავლობაში 150-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, ნათქვამია RAW in WAR-ის პრესრელიზში. დაღუპული მედიის მუშაკების რაოდენობა ზუსტად არ არის ცნობილი და მერყეობს 139-დან 175-მდე.

პალესტინელ ჟურნალისტებს ჯილდო გადაეცემათ ფესტივალზე ,,მსოფლიოს ქალები”, რომელიც 2025 წლის მარტში გაიმართება.

მსგავსი თემები