„უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა“ – ჩინეთი ღაზას კონფლიქტზე

რას აკეთებს ჩინეთის ღაზაში ცეცხლის შეწყეტის ხელშეწყობისთვის? ეს კითხვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს დაუსვეს, როგორც მაო ნინგი აღიშნავს, ღაზას კონფლიქტი მთელი წელი გაგრძელდა და გამოიწვია მრავალი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა და უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა.

„კონფლიქტის გავრცელება გავლენას ახდენს რეგიონზე და რეგიონში დაძაბულობა განაგრძობს ესკალაციას. ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული იმის გამო, რომ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება და მშვიდობა კვლავ მიუწვდომელია. უხეში რეალობა სრულად ადასტურებს, რომ სამხედრო ოპერაციები და ძალადობა არ არის გამოსავალი და მშვიდობასა და სტაბილურობას უფრო მიუწვდომელ გახდის“ – აღნიშნა მან.

საგარეო უწყება ჩინეთის ინიციატივაზეც ამახვილებს ყურადღებას და არაბული და ებრაული ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბრობს.

„არც ისე დიდი ხნის წინ, ჩინეთმა შესთავაზა სამეტაპიანი ინიციატივა ღაზას კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც ასახელებს ცეცხლის შეწყვეტას და ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც აქტუალურ პრიორიტეტს, „პალესტინელები მართავენ პალესტინას“, როგორც ღაზას და ორ სახელმწიფოს პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ფუნდამენტურ პრინციპს. საჭიროა პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური ეროვნული უფლებების რეალიზება და ისრაელის უსაფრთხოების გონივრულ საზრუნავზე ყურადღების მიქცევა. საერთაშორისო საზოგადოებამ დეესკალაციის ხელშეწყობის საფუძველზე უნდა გამართოს უფრო ფართო, ავტორიტეტული და ეფექტური საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია და ჩამოაყალიბოს განრიგი და საგზაო რუკა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელებისთვის, რათა საბოლოოდ განხორციელდეს მშვიდობიანი თანაარსებობა. უნდა არსებობდეს ორი სახელმწიფო – პალესტინა და ისრაელი, ისევე როგორც ჰარმონია არაბულ და ებრაელ ხალხებს შორის“ – ასეთის ჩინეთის საგარეო უწყების შეფასება.

 

მსგავსი თემები