20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობა გაიმართება

“საქართველო ირჩევს ევროპას” – 20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობაა დაგეგმილი. მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.

შეკრება ოთხ ლოკაციაზე: მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, რესპუბლიკის მოედანზე და 300 არაგველის მოედანზე დაიწყება. შეკრებილები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ დააანონსა. მათი განცხადებით, ეს მარში საქართველოს ევროპულ მომავალს ეძღვნება, სადაც მოქალაქეები თავიანთ არჩევანს დააფიქსირებენ.

 

მსგავსი თემები