„ჩვენ ასევე მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას”- ევროპარლამენტარი

„ჩვენ ასევე მოვითხოვთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მომავალი, ქართველი ხალხის ხელშია.

„ჩვენ ასევე მოვითხოვთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე. ახლა, საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ. იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი დაუბრუნდება ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას“ – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

“ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნებიდან“- რასა იუკნევიჩიენემ

მსგავსი თემები