საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთს სანქციების ახალი რეჟიმი დაუწესეს

საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა. -ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ახალი მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულები არიან, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე ქვეყნებს ძირს უთხრის, სანქციები დააწესოს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით, ევროკავშირი სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას შეძლებს, როგორიცაა: საარჩევნო პროცესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შელახვა, ეკონომიკური საქმიანობის, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სერვისების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიების მოწყობა, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიის გამოყენება, წინასწარგანზრახული კიბერ აქტივობები, მიგრანტების იარაღად გამოყენება და სხვა.

ახალი მექანიზმის მიხედვით, სანქცირებული პირები აქტივების გაყინვას დაექვემდებარებიან და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის თანხების გამოყოფა აეკრძალებათ. ამასთან, ფიზიკურ პირებს შეიძლება მოგზაურობა აეკრძალოთ, რაც მათ ევროკავშირში შესვლასა და გადაადგილებას ხელს შეუშლის“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები