შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს

არ მგონია, რომელიმე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს მკვლელობისა და ცემის საქმეში მსჯავრდებული ადამიანის საპატიმროდან დახსნაში ჩარევის სურვილი ჰქონდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამის არანაირი მოლოდინი არ არსებობს.

„საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას სამი წელი აქვს მისჯილი. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს ექვსი წელი. გარდა ამისა, სასამართლო განხილვის პროცესშია 8 მილიონის გაფლანგვისა და „იმედის” საქმე. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვისაც ექნება კითხვის ნიშანი უნდა აღსრულდეს თუ არა სანდრო გირგვლიანისა და ვალერის გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები