ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ ხელახალ კონკურსს აცხადებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ ხელახალ კონკურსს აცხადებს.

,,ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საბუთები მატერიალური სახით მიიღება 2024 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის  4 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, N138), ან ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით: konkursi.cec.gov.ge

მატერიალურის სახით კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) კანდიდატის სახელი, გვარი;

ბ) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს წევრობა;

გ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.
განცხადებას ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი და მასში უნდა აღინიშნოს რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ფოტოასლი;

ბ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

უფლებამოსილი პარტიების მიერ სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების წარდგენის ვადაა 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2024  წლის 6 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება არჩეული/დანიშნული იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან”.

მსგავსი თემები