ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას მხარს არ უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია.

,,პასუხი არის – არა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ის ასეთ პერსპექტივას.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, რომ ირანს პასუხი გასცეს 1 ოქტომბერს ისრაელის დაბომბვის გამო, თუმცა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პასუხი უნდა იყოს პროპორციული.

მსგავსი თემები