,,ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს” – როთი

,,ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს”, – ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.

,,ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა”, – წერს მიხაილ როთი X-ზე.

მსგავსი თემები