ისრაელმა ბეირუთის ცენტრზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ავიაიერიში მიიტანა. BBC-ის ცნობით, ეს ისრაელის პირველი შეტევაა ლიბანის დედაქალაქზე, თუ არ ჩავთვლით დარტყმებს „ჰეზბოლას“ ბაზებზე.

თავდაცვის ძალებში იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა დაჯგუფება „პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტში“ აღნიშნეს, რომ დარტყმას მათი სამი ლიდერი ემსხვერპლა. თავის მხრივ „ჰამასშიც“ დაადასტურეს, რომ სამხრეთ ლიბანზე ავიაიერიშის შედეგად ლიბანში დაჯგუფების ლიდერი დაიღუპა.

ლიბანის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვირას, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 105 ადამიანი დაიღუპა, მილიონამდე ადამიანს კი საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.

მსგავსი თემები