„ტელეგრამი“ სხვადასხვა სახელმწიფოების ორგანოებს არალეგალურ საქმიანობაში ჩართული ადამიანების მონაცემებს გადასცემს

„ტელეგრამი“ სხვადასხვა სახელმწიფოების ორგანოებს არალეგალურ საქმიანობაში ჩართული ადამიანების IP მისამართებს და ტელეფონის ნომრებს გადასცემს. ამის შესახებ, პლატფორმის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის იმ პირების IP მისამართებისა და ტელეფონის ნომრების გადაცემა შეიძლება მოხდეს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკას არღვევენ“- განაცხადა დუროვმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც პლატფორმის პირობებს არღვევენ და არალეგალურ საქონელს ყიდიან, „ტელეგრამის“ ძიების ფუნქციას ბოროტად იყენებენ.

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. მას ნარკოტრეფიკში, პედოფილიასა და თაღლითობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ, პლატფორმის ადმინისტრაციის საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო. დუროვი 28 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები