ირანმა მკაცრად დაგმო ისრაელის საჰაერო თავდასხმები ლიბანზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მასუდ ფეზეშკიანმა აცხადებს, რომ ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს.
„ჩვენ შევეცადეთ, არ გვეპასუხა. ისინი მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვერასდროს მივაღწიეთ ამ მიუწვდომელ მშვიდობას“– განაცხადა ფეზეშკიანმა.
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 274-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 21 ბავშვი. დაშავებულია, სულ მცირე, 1024 ადამიანი.
ისრაელის პრემიერი ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს