“მტერს რომ ყველაფერს უთმობ, მადას უღვივებ-ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა”- ზურაბიშვილი

„პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის  დაკარგვისკენ მიჰყავს.

„შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყოველმხრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა[რუსეთი] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენს გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა.

ხელისუფლება, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვისკენ – ლევილში აჯანყებაზე აწყობს რაღაც ღონისძიებას, გაუგებარია ეს ღონისძიება რას ემსახურება? უხარიათ ის, რომ აჯანყება დასრულდა, თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აჯანყების ღონისძიებიდან?“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ფეხბურთელებისა და ოლიმპიელების წარმატებები, გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება საზოგადოებაში”- პრეზიდენტი

 

მსგავსი თემები