“ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვა

დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათი ცნობით,  სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიები, მათ შორის ჰაიფა იყო.

გარდა ამისა, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 274-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1024-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები