ისრაელი „ჰეზბოლას“ პოზიციებზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებს

ისრაელელი სამხედროები ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე მასშტაბურ ავიაიერიშს ახორციელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ლიბანის მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა და მოუწოდა თავი აარიდონ ტერიტორიებს, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

გასულ უქმეებზე „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 150 რაკეტა გაისროლა. შეტევები მსოფლიო ლიდერების განცხადებების ფონზე ხორციელდება, რომლებიც მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი თემები