სოფი ლორენის ვაჟმა დედის იუბილეზე მარიამ შარმანაშვილს ცოლობა სთხოვა

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟმა მაესტრო კარლო პონტიმ  დედის 90 წლის იუბილეზე, მარიამ შარმანაშვილს ცოლობა სთხოვა. ემოციური კადრები მარიამმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა და ბეჭდის ფოტოც გამოაქვეყნა.

კარლო პონტმაც დაწერა, რომ მარიამი მისი ცხოვრების სინათლეა, რომელთან ერთად გატარებულ ყველა წამს ძალიან აფასებს.

„რომში ჩემს ულამაზეს დედასთან ერთად, რომლის 90 წლის იუბილეც აღვნიშნეთ და ჩემს საცოლესთან ერთად, რომელსაც ხელი ვთხოვე. ვზეიმობთ ჩვენს ნიშნობას. შენ ხარ სინათლე ჩემს ცხოვრებაში და შენთან ერთად გატარებულ ყველა წამს ძალიან ვაფასებ“, – წერს კარლო

მსგავსი თემები