UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ფილმის პრემიერაზე ქართველი სპორტსმენი მეუღლესთან ერთად მივიდა.
ფილმს „მატადორი“ ჰქვია და ის მადრიდში, Filmax Takes International-ს გამოფენაზე აჩვენეს. ფილმის რეჟისორი ჟანპაულო მანფრედია.
შეგახსენებთ, ილია თოფურია, მეტსახელად “ელ მატადორი”, UFC-ის ჩემპიონი თებერვალში გახდა.