ვინ არიან რისკ ჯგუფები და ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინები უფასო? – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზად არის. როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ალბათ, წელსაც ასე იქნება და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან უკვე შესაძლებელი იქნება აცრა.

რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით. კერძოდ, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან. ამიტომ, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც მშობლებს ვურჩევთ ბავშვისთვის ვაქცინის გაკეთებას. დანარჩენ კატეგორიას განსაზღვრავს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალური ფენები”, – აღნიშნა ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება სამედიცინო მუშაკებისთვის, ორსულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და ჭარბწონიანებისთვის.

მსგავსი თემები