მოსკოვში Wildberries-ის ოფისში სროლა იყო. შემთხვევის შედეგად დაღუპულია დაცვის ორი თანამშრომელი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანის სიკვდილი კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა ბაკალჩუკმა დაადასტურა.
”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ , Wildberries-ზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ჩვენი ოფისის უსაფრთხოების ოფიცერის დაღუპვის გამო” – წერს ის.
დაცვის მეორე თანამშრომლის გარდაცვალება Forbes-მა, Interfax-მა და RIA Novosti-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს.