ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინას ნატოში ბაიდენის წასვლამდე მიიწვევენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიწვევას წლის ბოლომდე მიიღებს, იქამდე, ვიდრე ჯო ბაიდენი თეთრ სახლს დატოვებს.

გამოცემა Le Monde წერს, რომ ზელენსკი ომის დასრულებას ჩქარობს, მას მომზადებული აქვს ორი გეგმა, სამშვიდობო და უკრაინის გამარჯვების. ალიანსში გაწევრიანება კი სწორედ გამარჯვების გეგმის საკვანძო ნაწილია.

ზელენსკი ამ გეგმებს ჯო ბაიდენს, ამერიკის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს, ასევე ამერიკის კონგრესს წარუდგენს.

Le Monde უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. გამოცემა წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ბაიდენს ვერ დაითანხმებს, რადგან ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების წინაპირობაა.

მსგავსი თემები