საპატრიარქოს მიწის სამი ნაკვეთი გადაეცემა

მთავრობა საპატრიარქოს სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს. 13 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებების მიხედვით, ორ ნაკვეთს საპატრიარქო პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს, ერთს კი უსასყიდლოდ, 99-წლიანი სარგებლობის უფლებით. განკარგულებებს ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

საპატრიარქოს გადაეცემა:

გორის სოფელ ყელქცეულში – 215 389 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი;

თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა #41ა-ში მდებარე 1004 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები ( სამი ნაგეგბობა) 1 ლარად.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში 5670 კვ/მ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარად.

 

მსგავსი თემები