“ჰეზბოლას” მებრძოლებს პეიჯერები აუფეთქდათ- დაღუპულია 8 და დაშავებულია 2800 ადამიანი

“ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Reuters, The Times of Israel და The Wall Street Journal ავრცელებენ. ბეირუთსა და ლიბანის სხვა ქალაქებში ტერორისტული გაჯგუფება “ჰეზბოლას” მებრძოლები პეიჯერებს ერთმანეთთან კავშირისთვის იყენებდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, “ჰეზბოლას” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც გამოცემას ანონიმურად ესაუბრა, პეიჯერების აფეთქებას “უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა” დაარქვა ისრაელთან გასულ ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის პერიოდში.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2800 დაიჭრა, მათ შორის 200 სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

მსგავსი თემები