„ღმერთის მთაზე“ მეცნიერებმა ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც იღვიძებს

ტანზანიაში მეცნიერებმა ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც იღვიძებს. მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ. ვულკანი ,,ღმერთის მთაზე” მდებარეობს.

მკვლევრების განცხადებით, ვულკანი Ol Doinyo Lengai იბერება და იღვიძებს, რადგან მის ქვეშ მაგმის დიდი მასა გაედინება. მე-20 საუკუნის განმავლობაში, 2962 მეტრის სიმაღლის ვულკანი ყოველი 20-40 წლის განმავლობაში იღვიძებდა.

ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 2007 წელს მოხდა და მის მიერ ამოფრქვეული ფერფლი 16 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მსგავსი თემები