,,ვიღაც გათხოვილია თუ გამოთხოვილია, ეს არ გვაინტერესებს” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე საქართველოში მიხაელ როთის ვიზიტს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, ის, რომ ოპოზიცია ასეთი ადამიანების იმედზეა, მათ სრულ ლუსტრაციაზე მიუთითებს.

„ვიღაც გათხოვილია თუ გამოთხოვილია, ეს არ გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ ეკლესიას და ბოდიშის მოხდის ნაცვლად კვლავ შეურაცხყოფით პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს.

აქედან გამომდინარე, თუკი ასეთი ხალხის იმედზეა ჩვენი ოპოზიცია, აქაც სრულ ლუსტრაციასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ რაც არ უნდა მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი იყოს, ზევიდან ქვევით ვერავის ვაყურებინებთ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ხელისუფლებაზე, საკუთარი ხალხის არჩევანზე. ცოტა დააკვირდნენ, რას ლაპარაკობენ ჩვენს სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები