აშშ-ში რუსეთის მოქალაქე დააკავეს სანქცირებული ელექტრონიკის ექსპორტის ბრალდებით

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ორშაბათს რუსეთის მოქალაქე დენის პოსტოვოი დააკავეს სანქცირებული ელექტრონიკის ექსპორტის ბრალდებით.

,,სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, პოსტოვოი სულ მცირე 2022 წლის თებერვლიდან დაწყებული, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყიდულობდა და არალეგალურად ახორციელებდა მიკროელექტრონული კომპონენტების ექსპორტს შეერთებული შტატებიდან რუსეთში. ეს ექსპორტირებული მიკროელექტრონიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას უპილოტო საფრენი აპარატებში ან დრონებში”, – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზში.

დოკუმენტების მიხედვით, დაკავებულმა მიკროელექტრონული ტექნიკა გაგზავნა შვეიცარიისა და ჰონგ კონგის ფირმების მეშვეობით. გამოძიების თანახმად, ის ფლობს სამ კომპანიას ჰონგ კონგში და “Вектор Групп-ს” რუსეთში.

პოსტოვოის საქმის პირველი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.

მსგავსი თემები