ხანძარი სამტრედიაში – ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს

სამტრედიაში კოსტავას ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ძველ შენობას უკიდია, სადაც ხის საამქრო იყო განთავსებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის  ქრობის პროცესი. დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

მსგავსი თემები