ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა – არიან დაშავებულები

ქუთაისში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა. შემთხვევა ჭავჭავაძის 46 ნომერში მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არიან.

თვითმხილველების თქმით, წყლის ავზის გადმოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ ძლიერი ქარი გახდა.

,,ერთხელაც გადმოვარდა, ახალი წელი მოდიოდა მაშინ, მაგალითი უკვე ჰქონდათ და უნდა ჩამოეღოთ ეს ბაკები. ის რომ ჩამოვარდა, დაიმტვრა კიდევაც. მთლიანი ინერციით არ დაეცა ამ ქალს, თორემ მოკლავდა”, – ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი თემები