„უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია”- მიხაილ როთი

“კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია” – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

როთი ამბობს, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს.

„ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის. „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ უნდა გაუქმდეს“ – წერს როთი.

შეგახსენებთ, მიხაილ როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

მსგავსი თემები