თავდასხმების შედეგად უკრაინაში 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 25

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში გასული დღის განმავლობაში სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 25. ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, 13 სექტემბერს, დილით, სუმის ოლქის სოფელ იამპილზე რუსული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 6, მათ შორის 4 წლის ბავშვი.

გუბერნატორ სერხი ლისაკის განცხადებით, 13 სექტემბერს, რუსული ძალების სამიზნე დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლიც გახდა.

მსგავსი თემები