“ნაპოლი” კვარაცხელიას 6 მილიონს სთავაზობს

დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია მალე “ნაპოლისთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Repubblica-ს წერს, ნეაპოლური კლუბი ქართველს ანაზღაურების სახით 6 მილიონს (ბონუსების ჩათვლით) სთავაზობს.

წყაროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის შეტანას ითხოვს, რაც ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს არ სურს. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, “კვარას” “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი თემები