ქართველმა სპორტსმენებმა გრანპრის ტურნირზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრანპრის ტურნირზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ბაჩანა ბოლქვაძემ (73 კგ) და კოტე კაპანაძემ (81 კგ).

ორივე ქართველი მერვედფინალში იასპარეზებს. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

გუშინ, 13 სექტემბერს, ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი თემები