“ტრამპი ჩვენი გულმხურვალე მხარდამჭერია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა.ზელენსკი ამბობს, რომ  მას სურს ომის დასრულების თავისი გეგმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუზიაროს. მისი თქმით, ასევე სამართლიანი და სწორი იქნება ამ გეგმის აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის გაზიარება.

ზელენსკის ჰკითხეს ტრამპის განცხადებებზე, რომ ის უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ ესმის ამ განცხადებების, რადგან არ იცის დეტალები და არ იცის, თუ რას გულისხმობდა ტრამპი.

„თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და წინასაარჩევნო გზავნილები არის წინასაარჩევნო გზავნილები. ზოგჯერ ისინი მთლად რეალური არ არის. ამ განცხადებებმა, რა თქმა უნდა, გვანერვიულა ჩვენი ხალხის გამო. თუმცა მე მქონდა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან და მან თქვა, რომ ის ჩვენი გულმხურვალე მხარდამჭერია, ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი. ვგულისხმობ ორი თვის წინანდელ საუბარს. ტრამპმა თქვა, რომ მას ესმის, რა რთულია, გადარჩე ომის დროს და რომ ის ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ, მე მინდა, გავუზიარო მას ეს გეგმა, რომ მოვისმინო მისი რეაქცია“- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები