„ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის და დიდი პატივია”- გენო პეტრიაშვი

„ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის და დიდი პატივია, ვულოცავ ოლიმპიელებს, ვინც დაჯილდოვდნენ“ – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე სახალხო ზეიმზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოები გადასცა. გენო პეტრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენებიც, რომელთაც ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე მედლები ვერ მოიპოვეს.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ გამოაცხადა მთავრობის მეთაურმა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, ვინც მედლის გარეშე დარჩნენ, ასევე დაჯილდოვდნენ უმაღლესი ჯილდოთი, პრემიული ანაზღაურებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ჩვენი ოლიმპიელებისთვის“ – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

მსგავსი თემები