მოსკოვმა ექვს ბრიტანელ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმა. ,,ინტერფაქსი” რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატებს ჯაშუშობაში ედებათ ბრალი.
რუსეთის მტკიცებით, დოკუმენტებით დასტურდება ლონდონის კოორდინაცია მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციის შესახებ, ხოლო მთავარი სტრუქტურა, რომელიც კოორდინაციას უწევდა დივერსიულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასა და დსთ-ში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატი იყო.
რუსეთის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას:
,,გამოვლენილი ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ დირექციის მეშვეობით მოსკოვში გაგზავნილი ბრიტანელი დიპლომატების საქმიანობა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას საფრთხის შემცველად მივიჩნიოთ”.
დიპლომატების ვინაობა არ დასახლებულა.