რუსეთი თავს დაესხა სამოქალაქო გემს, რომელსაც ხორბალი ეგვიპტეში გადაჰქონდა

რუსეთი შავ ზღვაში თავს დაესხა სამოქალაქო გემს, რომელსაც ხორბალი ეგვიპტეში გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რუსული რაკეტა ეგვიპტისთვის განკუთვნილი ხორბლის წინააღმდეგ. დღევანდელი დარტყმა შავ ზღვაში ჩვეულებრივ სამოქალაქო გემზე, უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან გამოსვლისთანავე. წინასწარი მონაცემებით, საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლი არ არის“- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინა არის ერთ-ერთი მთავარი გლობალური დონორი სასურსათო უსაფრთხოებისთვის და მისი საექსპორტო სასურსათო დერეფნის ნორმალურ მუშაობაზეა დამოკიდებული მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ათობით ქვეყნის შიდა სტაბილურობა და სიცოცხლე“.

მსგავსი თემები